"ბარსელონამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" 18 წლის თავდამსხმელი ვიტორ როკე გაიფორმა. ახალგაზრდა ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 2024 წელს შეუერთდება, მანამდე კი კვლავ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ითამაშებს.
ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდის ტრანსფერს SPORT მნიშვნელოვან სიგნალად აღიქვამს.
აი, რას წერს ჟურნალისტი ხოაკიმ პიერა:
"კლუბებმა, აგენტებმა და წარმომადგენლებმა იციან, რომ "ბარსელონა" ახლა ისევე ინადირებს ტალანტებზე ბრაზილიასა და ზოგადად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ვიტორ როკეს ტრანსფერი ამის მაგალითია. მსგავსი რამ ბოლო წლებში არ მომხდარა.
ფეხბურთელების გაფორმება მოთამაშის სურვილზე, მის ოჯახსა და აგენტზეც იქნება დამოკიდებული. "ბარსელონა" არ ჩაერთვება შეთავაზებების ომში, როგორც ეს გიულერის შემთხვევაში მოხდა, თუმცა იმის თქმა დადასტურებით შეგვიძლია, რომ კლუბი კონტინენტზე ბრილიანტების მოძებნას აუცილებლად ეცდება."
შეგახსენებთ, რომ როკეში "ბლაუგრანა" ფიქსირებულ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსებს კი გარიგების ღირებულება 61 მილიონ ევრომდე აჰყავს.