logo

თვითმფრინავში უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა

თვითმფრინავში უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა

 როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" გუშინ საუდის არაბეთში ჩაფრინდა და ესპანეთის სუპერთასისთვის დაიწყო მზადება. როგორც გამოცემა RAC1 იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ჰაერში ყოფნისას მეტად მნიშვნელოვანი საუბრის გამართვაც მოასწრეს.

 წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ლიდერები - ლიონელ მესი, ხერარდ პიკე და ლუის სუარესი თავიანთი ჩილელი თანაგუნდელის, არტურო ვიდალის გვერდით დასხდნენ და მისი კატალონიაში დარჩენის აუცილებლობაში დარწმუნება დაიწყეს.

 ცნობილია ისიც, რომ არტუროსთან სასაუბროდ დრო "ბარსას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმაც კი გამონახა.

 შეგახსენებთ, რომ გამოცდილი შუახაზელით მილანის "ინტერია" დაინტერესებული და ტრანსფერის მიმართ გულგრილი არც მოთამაშე გახლავთ.

6 თვის წინ
4266 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ