3 წლის და 3 თვის წინ
ჩავიმ ბუსკეტსის მემკვიდრეს მიაგნო
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" "ჟირონადან" ორიოლ რომეუ იყიდა, რათა სერხიო ბუსკეტსის გუნდიდან წასვლით გამოჩენილი სიცარიელე აღმოფხვრას.
Sport-ს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ბუსკეტსის მემკვიდრე გუნდში უკვე ნაპოვნი ჰყავს, თუმცა იგი 31 წლის ახალწვეული არ გახლავთ.
"მაესტროს" "ლა მასიას" აღზრდილი საყრდენი, პაუ პრიმი მოსწონს.
43 წლის სპეციალისტი პაუს განვითარებას დიდი ხანია ადევნებს თვალს და მისი პროგრესით მოხიბლულია. პირველ გუნდში პრიმმა უკვე რამდენჯერმე ივარჯიშა, რითაც ჩავიმ მასზე დაკვირვების კიდევ უფრო კარგი საშუალება მიიღო.
მართალია, პრიმი "ბარსამ" ამერიკულ ტურნეზე არ იახლა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში 17 წლის ნახევარმცველს შანსები არ მიეცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი