2 წლის და 8 თვის წინ
როდის შედგება "ბარსას" საგარეო ფორმის დებიუტი - ბოლო ცნობები
როდის შედგება "ბარსას" საგარეო ფორმის დებიუტი - ბოლო ცნობები

"ბარსელონას" საგარეო ფორმა გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი სერხი სოლე.

სოლეს თქმით, ამ ფორმაში თეთრ მაისურთან ლურჯი შორტია შეხამებული. გულშემატკივარი მას პირველად ლონდონის "არსენალისა" და "მილანის" წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩებში იხილავს.

საინტერესოა, რომ ლა ლიგის პირველ ტურში "ბლაუგრანა" Senyera-ს სახელით ცნობილი, წითელ-ყვითელი ფორმით ითამაშებს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ხეტაფეს" საშინაო ფორმას ლურჯი შორტი აქვს, ისევე როგორც, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საგარეოს.

რაც შეეხება "ბარსას" მესამე, ზურმუხტისფერ ფორმას, კლუბი მას სექტემბერში წარადგენს.



Facebook კომენტარები