ჩავი „ალ სადს" დაემშვიდობა [+ფოტოები]

ჩავი „ალ სადს" დაემშვიდობა [+ფოტოები]

ჩავი ერნანდესის „ბარსელონაში" დაბრუნების გაოფიციალურებამდე, შეიძლება ითქვას, რამდენიმე საათი დარჩა.

„ალ სადმა" ეს უკანასკნელი უკვე დაადასტურა და კლუბმა გამოსამშვიდობებელი სადილის გამართვაც მოასწრო.

გავრცელებული ცნობებით, ესპანელი სპეციალისტი თანახმაა თავისი გამოსასყიდი თანხის, 5 მილიონი ევროს, ნახევარი გადაიხადოს, რათა შეთანხმება შედგეს.

სავარაუდოდ, ერნანდესი „ბლაუგრანასთან" ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს და საქმეს ვიგოს „სელტასთან" მატჩის შემდეგ შეუდგება.

იხილეთ ფოტოები.

 

3 კვირის წინ
844 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ