2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსამ" თანხა დაასახელა - რა ფასად დათმობს გუნდი კესის
ავტორი
Aa
ჟურნალისტი ივან სან ანტონიო კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, ფრან კესის შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებს.
მისი თქმით, კატალონიურმა კლუბმა კოტ-დ'ივუარელი მოთამაშის საბოლოო ფასი დაასახელა.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანა" მზადაა 26 წლის ნახევარმცველი 15 მილიონ ევროდ დათმოს.
აქვე გეტყვით, რომ კესის დამატებით ყველაზე აქტიურად ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.
Facebook კომენტარები