2 წლის და 8 თვის წინ
სად სურს გიუნდოგანს თამაში - ილქაის არჩევანი
სად სურს გიუნდოგანს თამაში - ილქაის არჩევანი

"ბარსელონას" გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყველა გულშემატკივარს აინტერესებს, რა პოზიციაზე ხედავს 32 წლის ფეხბურთელი საკუთარ თავს. ამაზე დღეს Sport-მა დაწერა.

წყაროს თანახმად, ილქაი მზადაა, ნებისმიერი როლი შეასრულოს, რასაც დაავალებენ, მაგრამ, ცხადია, საკუთარი ფავორიტი მასაც ჰყავს.

"მანჩესტერ სიტის" ყოფილ კაპიტანს უფრო შემტევი პოზიციის დაკავება ურჩევნია. ეს მოწინააღმდეგის კართან მის უფრო ახლოს ყოფნას გულისხმობს.

გიუნდოგანმა გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა, ამიტომ მისი არჩევანი მოულოდნელი არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი მოთამაშე "ბლაუგრანამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.


Facebook კომენტარები