VIDEO: ნამდვილი ლიდერი - ალვეში ფეხბურთელებს ემოციური სიტყვით მიესალმა

"ბარსელონამ" სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ის მისასალმებელი სიტყვა, რომელიც დანი ალვეშმა თავის ძველ-ახალ თანაგუნდელებს გასახდელში წაუკითხა.

"ამდენი ხნის მერე აქ ყოფნა დიდი პატივია. 

მსიამოვნებს ყველაფრის თქვენთან ერთად გაზიარება. აქ მოვედი, რათა თქვენგან ახალ სამყაროზე ვისწავლო. მინდა ერთი რამ გადმოგცეთ: იცოდეთ, რას ნიშნავს ამ კლუბისა და ამ მაისურის ღირსების დაცვა.

საზღვარგარეთ ვყოფილვარ და ეს საუკეთესო ადგილია, რათა იცხოვრო და დიდი საქმეები ჩაიდინო. დააფასეთ აქ ყოფნა, რადგან უკეთესი არსადაა.

მოდით, ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები, რამეთუ ეს კლუბი სწორედ ამ სურვილმა ააშენა," - თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფლანგელი "ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. არსებული რეგულაციების გამო, მას მოედანზე იანვრამდე ვერ ვიხილავთ.

დანი "ბლაუგრანაში" 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბრაზილიელის პრეზენტაცია ხვალ შედგება. 

1 კვირის წინ
2695 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ