VIDEO: "ტიტულების სუნი აქვს" - დანი ალვეშმა "კამპ ნოუს" ბალახი დაყნოსა

"ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა დანი ალვეშის პრეზენტაციის წინ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყნოსავს ბრაზილიელი "კამპ ნოუს" ბალახს.

"დანი, რისი სუნი აქვს?" - ეკითხება ჟურნალისტი 38 წლის ფეხბურთელს.

"ისეთი სუნი აქვს, როგორც "კამპ ნოუს", როგორც ტიტულებს, როგორც თასებს," - უპასუხა მას დანიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფლანგელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშს იანვრიდან შეძლებს.

მანამდე დანი გუნდთან ერთად ივარჯიშებს, რათა ოპტიმალურ კონდიციებში ჩადგეს.

1 კვირის წინ
260 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ