ასეთი რამ მხოლოდ დემბელეს მოსდის - რა შეემთხვა უსმანს

ასეთი რამ მხოლოდ დემბელეს მოსდის - რა შეემთხვა უსმანს

"ბარსელონას" ფრანგმა გარემარბმა უსმან დემბელემ გუნდის განაწესი მორიგჯერ დაარღვია.

თუ ჟურნალისტ ალბერტ როხეს ვენდობით, სამშაბათის დილის სავარჯიშო სესიაზე 24 წლის ფეხბურთელმა დაიგვიანა.

წყაროს თანახმად, როცა უსმანს კლუბიდან დაურეკეს, მას ძალიან გაუკვირდა, რადგან ეგონა, რომ ვარჯიში შუადღის შემდეგ იყო დანიშნული.

რა თქმა უნდა, დემბელე საჩქაროდ გაეშურა "სიუტატ ესპორტივასკენ", მაგრამ ადგილზე მაინც დაგვიანებით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, სწორედ ფრანგი იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ჩავი ერნანდესის შემოღებული წესები პირველმა დაარღვია.

დიდი ალბათობით, "ბარსას" შვიდიანს ამის გამო ფინანსური სასჯელიც ელის.

1 კვირის წინ
2438 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ