ჩავიმ "ბარსელონა" მოკლა - ჟურნალისტის მკაცრი შეფასება

ჩავიმ "ბარსელონა" მოკლა - ჟურნალისტის მკაცრი შეფასება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი, სადაც "ბარსელონა" და "ბენფიკა" ნულოვანი ფრით გაიყარნენ.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა მერვედფინალში გასვლა გაენაღდებინათ, მაგრამ ამის მოპოვება ვერ მოახერხეს.

"ბლაუგრანას" თამაში El Chiringuito-ს გადაცემის წამყვანმა, ხოსეპ პედრეროლმა სასტიკად გააკრიტიკა.

"კუმანმა "ბარსა" ცოცხალი დატოვა, ჩავიმ კი ის მოკლა. 2 მატჩში 1 გოლი, ისიც პენალტიდან გატანილი," - ამბობს პედრეროლი.

ჟურნალისტის აღშფოთება გასაგებია, თუმცა იმის ჩავიზე დაბრალება, რაც ახლა "ბარსას" თავს ხდება, არაგონივრულია. "მაესტრო" სახლში სულ ოციოდე დღის დაბრუნებულია და რა გასაკვირია, რომ გუნდი ჯერ კარგად ვერ აათამაშა.

ისე კი, გეტყვით, რომ მერვედფინალში გასასვლელად "ბლაუგრანას" ან "ბაიერნის" დამარცხება მოუწევს, ან იმაზე ლოცვა, რომ "დინამო კიევი" "ბენფიკასთან" არ წააგებს.

5 დღის წინ
4894 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ