დემირი მესის გვერდით - იუსუფის საინტერესო მიღწევა

დემირი მესის გვერდით - იუსუფის საინტერესო მიღწევა

"ბარსელონასა" და "ბენფიკას" შორის გუშინ გამართულ მატჩში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ავსტრიელმა გარემარბმა იუსუფ დემირმა ხელი საინტერესო მიღწევას გამოკრა.

როგორც ირკვევა, იუსუფი გახდა "ბლაუგრანას" ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა არაესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო (18 წელი, 174 დღე).

რეკორდის მფლობელად ისევ რჩება ლიონელ მესი. არგენტინელმა ფეხბურთელმა (17 წელ, 166 დღე) ამის გაკეთება 2004 წელს, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოახერხა.

ცნობისთვის, დემირს გუშინდელ შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

ავსტრიელი ფეხბურთელი გოლის გატანასთან ორჯერ იყო ახლოს. ერთხელ მას "ბენფიკას" მეკარემ აჯობა, მეორედ კი იუსუფის დარტყმულმა ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ვენის "რაპიდიდან" იჯარით ჰყავს წამოყვანილი.

5 დღის წინ
940 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ