სეზონის საუკეთესო მაჩვენებლები, რომლებიც "ბარსამ" გუშინ დააფიქსირა

სეზონის საუკეთესო მაჩვენებლები, რომლებიც "ბარსამ" გუშინ დააფიქსირა

მიუხედავად იმისა, რომ "ბენფიკას" წუხელ "ბარსელონამ" გოლი ვერ გაუტანა და უმნიშვნელოვანესი ქულებიც დაკარგა, გუნდის გუშინდელ თამაშში დადებითიც ბევრი იყო.

კომენტატორ ენდი უესტის დაკვირვებით, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "არწივებთან" მატჩში სეზონის საუკეთესო მაჩვენებლები თამაშის შემდეგ კომპონენტებში დააფიქსირეს:

ვარდნები (25)

დაფარული დისტანცია (120.9 კმ)

დაბრუნებული ბურთები (96)

ორთაბრძოლები (267)

როგორც ჩანს, ჩავი ერნანდესმა გუნდის ფიზიკურ მომზადებას თავისი ხელი უკვე დაატყო, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩი "ბლაუგრანას" 8 დეკემბერს მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ელის. სწორედ იქ გადაწყდება, გავა თუ არა გუნდი ტურნირის მერვედფინალში.

5 დღის წინ
1004 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ