როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" მეგავარსკვლავით, კილიან მბაპეთია დაინტერესებული.
ამ ცნობებს ცნობილი ჟურნალისტი, ჟერარ რომეროც გამოეხმაურა.
რომეროს თქმით, 25 წლის ფრანგის "ბლაუგრანაში" გადაბარგების სულ 2 გზა არსებობს:
1. მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა მოვიდეს.
2. "ბარსელონამ" რამდენიმე ძვირადღირებული ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.
რეალური არცერთ სცენარს ეთქმის, რადგან "პსჟ" სწორედ იმიტომ ცდილობს კილიანის ახლა გაყიდვას, რომ მომავალ წელს მისი უფასოდ დაკარგვა არ მოუწიოს. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფეხბურთელები გუნდის დატოვებაზე უარს აცხადებენ, რაც მათ (მით უმეტეს, თუ რამდენიმე ფეხბურთელზეა საუბარი), გასხვისებას თითქმის შეუძლებელს ხდის.
რომერო ასკვნის, რომ მბაპეს "ბლაუგრანაში" ხილვა ძალიან რთული წარმოსადგენია.
შეგახსენებთ, რომ კილიანს მადრიდის "რეალისკენ" მიუწევს გული, თუმცა უნდა, პარიზში კიდევ 1 წელი გაატაროს და "სამეფო კლუბს" 2024 წელს, უფასოდ შეუერთდეს. მოვლენათა ასეთი განვითარება ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონთა ინტერესებში არ შედის.