"ბარსელონასა" და გავის წარმომადგენელს შორის პირველი კონტაქტი შედგა

"ბარსელონასა" და გავის წარმომადგენელს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და გავის წარმომადგენელს, ივან დე ლა პენას, შორის პირველი კონტაქტი შედგა.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ მას ამცნო, რომ გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს გაუმჯობესებულ წლიურ ანაზღაურებასთან ერთად.

მომდევნო კვირების განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართება მხარეებს შორის, რადგან თანხასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა. ამრიგად, წინ გრძელი გზაა – გავის დარჩენა უნდა, მაგრამ "ბარსას" მისი პოზიციის ცვლილების ეშინია, გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

სანამ მასზე ნადირობას დაიწყებს სხადასხვა გუნდი, მათ შორის "ჩელსიც" მოისაზრება, კლუბი თავისი პოზიციის გამყარებას ეცდება.

როგორც იცით, 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

"Transfermarkt-ი" ნიჭიერ ცენტრალურ ნახევარმცველს 25 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 16 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

5 დღის წინ
396 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ