"იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა

"იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა

როგორც სანდო და გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, დაუკავშირდა.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მანჩესტერულმა კლუბმა გუნდიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვა და დროებით კი მას ასისტენტი მაიკლ კერიკი ჩაანაცვლებს. ასე რომ, "წითელ ეშმაკებს" გუნდის თავკაცი მოსანახი ჰყავთ.

ფაბრიციოზე დაყრდნობით, ერნესტოსთვის ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ. ცნობისათვის, ვალვერდეს მენეჯმენტში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: "ესპანიოლი", "ვალენსია", "ატლეტიკი" და "ბარსელონა".

რაც შეეხება "ბლაუგრანას", 57 წლის სპეციალისტის თავკაცობისას კატალონიურ კლუბმა 2-ჯერ ლა ლიგის, ხოლო ერთხელ კი ესპანეთის თასის მოგება მოახერხა.

 

5 დღის წინ
921 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ