რაიოლამ ჟურნალისტებთან ჰალანდის მომავალზე ისაუბრა

რაიოლამ ჟურნალისტებთან ჰალანდის მომავალზე ისაუბრა

აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, ერლინგ ჰალანდის, მომავალთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"მას უყვარს ესპანეთი, განსაკუთრებით თავისი სახლი. ჯერ ადრეა იმის ცოდნა, თუ სად ითამაშებს ის მომავალ წელს. ლაპარაკიც არაა კარგი ამ თემაზე."

როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიელი ცენტრფორვარდი "ბარსელონას" სამიზნედაც მოისაზრება, პრესაში გავრცელებული ცნობებით. მეორე მხრივ, მადრიდის "რეალის" რადარზეც იმყოფება 21 წლის ფეხბურთელი.

ცნობისათვის, "Transfermarkt-ის" ვერსიით, ჰალანდის ღირებულება 150 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ერლინგის ანგარიშზე დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით 10 შეხვედრაში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

 

5 დღის წინ
423 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ