"ბაიერნს" "ბარსასთან" ვარსკვლავი არ ეყოლება - შანსი კატალონიელებს

"ბაიერნს" "ბარსასთან" ვარსკვლავი არ ეყოლება - შანსი კატალონიელებს

"ბარსელონასა" და "ბენფიკას" შორის გუშინ ფრედ დასრულებულმა მატჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფ E-ში სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართა.

იმისათვის, რათა "ბლაუგრანამ" მერვედფინალში გააღწიოს, კატალონიელებმა ან მიუნხენში "ბაიერნი" უნდა დაამარცხონ, ან იმედი უნდა იქონიონ, რომ "დინამო კიევი" "ბენფიკას" ქულებს დააკარგვინებს.

ბუნებრივია, მხოლოდ კიეველებზე დაყრდნობა "ბარსას" არაფერში არგებს, ამიტომ გუნდმა "რეკორდმაისტერის" დამარცხებაზე უნდა იფიქროს.

სწორედ ამიტომ, BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სასიხარულო უნდა იყოს.

წყაროს თანახმად, "ბაიერნის" გერმანელ დირიჟორს, იოზუა კიმიხს კორონავირუსი დაუდასტურდა და "ბარსას" წინააღმდეგ ის ვერ ითამაშებს.

იზოლაციაში იმყოფებიან ჯამალ მუსიალა და სერჟ გნაბრიც, მაგრამ მათ დაინფიცირებაზე ჯერ არაფერი ვიცით. სამაგიეროდ, დღეს შევიტყვეთ, რომ კოვიდ19 აქვს ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგსაც.

ასეა თუ ისე, იულიან ნაგელსმანის გუნდის დასუსტება "ბლაუგრანას" მხოლოდ ხელს აძლევს, ამიტომ ასეთი სიახლეები "ბარსელონას" ქომაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ესპანური ჯახი 8 დეკემბერს შედგება.

5 დღის წინ
2697 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ