თავდამსხმელი ნაპოვნია - "ბარსელონას" მოულოდნელი არჩევანი

თავდამსხმელი ნაპოვნია - "ბარსელონას" მოულოდნელი არჩევანი

"ბარსელონა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავდამსხმელის ძიებაშია და როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სასურველ კანდიდატს მიაგნეს.

ჟურნალისტ ხოაკიმ პიერას თქმით, "ბლაუგრანასა" და "ბაზელის" თავდამსხმელ არტურ კაბრალს შორის პირველი კონტაქტი შედგა.

წყაროს თანახმად, კაბრალი ესადაგება იმ პროფილს, რომელიც კატალონიური გრანდის ტრანსფერებზე პასუხისმგებელ პიროვნებებს აქვთ შედგენილი.

შვეიცარიული კლუბი ბრაზილიელ შემტევს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვათა შორის, აღნიშნულ ცნობას ადასტურებს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსიც.

გაბრიელი იმასაც იუწყება, რომ "ბარსა" და "ბაზელი" ერთმანეთთან კავშირზე ჯერ არ გასულან.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 23 გოლი და 8 ასისტია.

5 დღის წინ
1042 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ