"ბარსა" არტურის მოყვანას აპირებს - რა დაჯდება ტრანსფერი

"ბარსა" არტურის მოყვანას აპირებს - რა დაჯდება ტრანსფერი

ბოლო ორი დღის მანძილზე ესპანური პრესა აქტიურად იტყობინება, რომ "ბარსელონა" "ბაზელის" თავდამსხმელ არტურ კაბრალის დამატებას ცდილობს.

Sport-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

წყაროს თანახმად, "ბარსას" სურს, რომ თანხა მოგვიანებით გადაიხადოს. ამ გამოცემას თუ დავუჯერებთ, აღნიშნულმა თანხამ შეიძლება 20 მილიონ ევროსაც უწიოს.

რაც შეეხება Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ცნობას, იგი ოდნავ განსხვავებულია.

კატალონიური გამოცემის თქმით, 23 წლის შემტევის სასტარტო ფასი 8-10 მილიონ ევროს შორის მერყეობს.

"კამპ ნოუზე" უნდათ, რომ არტური იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით წაიყვანონ, ზაფხულში კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება იკისრონ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში კაბრალს 23 გოლი აქვს გატანილი.

4 დღის წინ
1070 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ