რომან აბრამოვიჩი "ჩელსიში" "ბარსას" ვარსკვლავს ითხოვს

რომან აბრამოვიჩი "ჩელსიში" "ბარსას" ვარსკვლავს ითხოვს

El Nacional-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის" პაბლო გავის ყიდვა სურს.

როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი მზადაა, ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა - 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს თანახმად, კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი 17 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მისი მიზანი გავის იქამდე გადმობირებაა, სანამ ესპანელი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მოსალოდნელია, რომ კატალონიური კლუბი ესპანელ ცენტრალურ ნახევარმცველთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.

სავარაუდოდ, პაბლოს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. 

ცნობისათვის, გავის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 14 მატჩში 1 საგოლე გადაცემაა.

4 დღის წინ
294 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ