"ბარსას" გეგმები აერია - კლუბის ფინანსებს ევროპა ლიგის მოგებაც არ ყოფნის

"ბარსას" გეგმები აერია - კლუბის ფინანსებს ევროპა ლიგის მოგებაც არ ყოფნის

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" იმ საფრთხის წინაშე დადგა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშოს.

ამის რეალობად ქცევისათვის საკმარისია, "ბარსამ" მიუნხენში "ბაიერნი" ვერ დაამარცხოს, "ბენფიკამ" კი ლისაბონში "დინამო კიევს" მოუგოს, რაც მოვლენათა განვითარების სავსებით ლოგიკური სცენარია.

სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ რას მოუტანს "ბლაუგრანას" ევროპა ლიგაზე გადასვლა.

როგორც გადაცემა RondeAndoTv-ში გაჟღერდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატალონიელები ევროპა ლიგას მოიგებენ, ისინი იმ თანხასაც ვერ აიღებენ, რასაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით მოიხვეჭდა.

არადა, "ბარსამ" ბიუჯეტი სწორედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე გათვლით გაწერა, რაც კლუბს მძიმე მდგომარეობაში აგდებს.

უფრო გასაგები რომ იყოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული გუნდი უეფასგან 10.8 მილიონ ევროს იღებს, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი კი - 8.6 მილიონს.

ასე რომ, მიუნხენში "ბარსელონა" არა მხოლოდ თავისი სპორტული ინტერესების დასაცავად, არამედ ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლადაც ჩავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 8 დეკემბერს შედგება.

4 დღის წინ
2408 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ