რა უთხრა ანსუ ფატიმ ჩავის

რა უთხრა ანსუ ფატიმ ჩავის

მიუნხენის "ბაიერნთან" გასამართ მატჩამდე მთელი 13 დღეა დარჩენილი, თუმცა ამ შეხვედრის გარშემო ცნობების გავრცელება უკვე დაიწყო.

ამჯერად OnzeTV3-მა გვამცნო, რომ "რეკორდმაისტერთან" ჯახში მონაწილეობა "ბლაუგრანას" ათიანს, ანსუ ფატის ძალიან უნდა.

წყაროს თანახმად, ანსუმანემ ამის შესახებ ჩავის უკვე აცნობა.

დიდი ალბათობით, ბავარიელებთან შეხვედრისთვის 18 წლის თავდამსხმელი ბოლომდე მზად ვერ იქნება, ამიტომ ის სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ თუ "ბენფიკამ" კიევის "დინამოს" მოუგო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი გზა "ბარსასთვის" მხოლოდ "ბაიერნის" დამარცხებაზე გაივლის.

გერმანულ-ესპანური დაპირისპირება 8 დეკემბერს "ალიანც არენაზე" შედგება.

4 დღის წინ
2535 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ