"ბარსელონა" ადასტურებს, რომ მისმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მოიგო

"ბარსელონა" ადასტურებს, რომ მისმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მოიგო

"ბარსელონამ" ოქროს ბურთის ცერემონიისთვის Barca TV-ის პროგრამა შეადგინა, საიდანაც საინტერესო რამეს ვიგებთ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროგრამის თანახმად, "ბარსას" ქალთა გუნდის ფეხბურთელმა, ალექს პუტელასმა 2021 წლის ოქროს ბურთი მოიგო.

პუტელასმა "ბლაუგრანასთან" ერთად გასულ სეზონში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის თასები აღმართა.

რაც შეეხება ალექსის პირად სტატისტიკას, ის 46 მატჩში გატანილი 26 გოლით გამოიხატება.

27 წლის ფორვარდს ამ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში უკვე აქვს 13 გოლი და 11 ასისტი.

ამავე პროგრამიდან ვიგებთ, რომ პედრიმ მოიგო კოპას ჯილდო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კაცთა შორის გასათამაშებელი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი ლიონელ მესია. მაშასადამე, ლეო რომ "პარი სენ ჟერმენში" არ წასულიყო, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე (29 ნოემბერი) "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სრულ დომინაციას ვიხილავდით.

1 თვის წინ
6516 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ