2 წლის და 8 თვის წინ
ვის შეელეოდნენ "ბარსას" ფანები მბაპესთვის - გამოკითხვის შედეგები
ვის შეელეოდნენ "ბარსას" ფანები მბაპესთვის - გამოკითხვის შედეგები

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენის" ფრანგი მეგავარსკვლავით, კილიან მბაპეთი დაინტერესდა.

მართალია, ესპანურმა წყაროებმა ეს უმალ უარყვეს, თუმცა SPORT-მა მაინც ჩაატარა გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრებს ჰკითხა, "ბლაუგრანას" რომელ ფეხბურთელ(ებ)ს გაუშვებდნენ პარიზში, რათა სანაცვლოდ კილიანი მიეღოთ.

შედეგები შემდეგნაირია:

- ფერან ტორესი: 21%.

- ერიკ გარსია: 14%

- ფრანკ კესიე: 12%

- რაფინია: 10%

- უსმან დემბელე: 9%

- ანსუ ფატი: 8% 

- სერხი რობერტო: 7%

- ჟიულ კუნდე: 7% 

- მარკოს ალონსო: 3%

- ფრენკი დე იონგი: 2%

- პაბლო გავი: 2%

La Vanguardia წერდა კიდეც, რომ "პსჟ-ს" კატალონიელები მბაპეში პაბლო გავისა და უსმან დემბელეს გაცვლას შესთავაზებდნენ, თუმცა მსგავსი ცნობების სარწმუნოდ მონათვლა ძალიან გაგვიჭირდება.


Facebook კომენტარები