ჩავიმ და ემერიმ იჩხუბეს - რა მოხდა მატჩის შემდეგ

ჩავიმ და ემერიმ იჩხუბეს - რა მოხდა მატჩის შემდეგ

"ვილიარეალისა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩის დასრულების მერე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა იჩხუბეს.

თუ Cope-ს დავუჯერებთ, ვითარების განსამუხტად საქმეში პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო.

"ემერისგან ხელის ჩამორთმევას ველოდებოდი, მაგრამ... ნუ, კარგი... ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რატომ იყო ის გაბრაზებული," - თქვა ჩავიმ.

საფინალო სასტვენის შემდეგ "მაესტრო" ემერის ქმედებით გაოცებული ჩანდა. გამოცდილ სპეციალისტს მან საკმაოდ საინტერესო ჟესტიც აჩვენა.

რაც შეეხება უნაის გაბრაზების მიზეზს, ეს შეხვედრის მთავარი არბიტრი გახლდათ. ემერის თქმით, "ბარსას" უფრო დიდი ძალაუფლება აქვს და ამიტომაც არიან მსაჯები მის მიმართ მიკერძოებულნი.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

1 თვის წინ
11888 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ