უფრო ადრე, ვიდრე გვეგონა - როდის შედგება დანის დებიუტი "ბარსაში"

უფრო ადრე, ვიდრე გვეგონა - როდის შედგება დანის დებიუტი "ბარსაში"

დანი ალვეშის მეორე დებიუტი "ბარსელონაში" 14 დეკემბერს შედგება, - იტყობინება Mundo Deportivo.

ამ დღეს "ბლაუგრანა" არგენტინულ "ბოკა ხუნიორსს" ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

შეხვედრა დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივსაცემოდ დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლეგენდა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

რაც შეეხება დანის, "ბარსას" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და რვანომრიანი მაისურიც მოირგო.

თავისი კატალონიური კარიერის პირველ ეტაპზე ალვეშმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 391 მატჩი ჩაატარა.

 

1 თვის წინ
1986 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ