"ბარსელონა" 122 წლისაა

"ბარსელონა" 122 წლისაა

1899 წლის 29 ნოემბერს ჰანს გამპერმა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" დაარსა. ადამიანი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, 1877 წლის 22 ნოემბერს გახლდათ დაბადებული და სპორტის უამრავ სახეობაში ასპარეზობდა, იქნებოდა ეს მძლეოსნობა, გოლფი, ველოსპორტი და ა.შ. 

ჰანსი კატალონიის დედაქალაქში 1898 წელს ჩავიდა და ერთი წლის თავზე, "ბლაუგრანასაც" ჩაუყარა საფუძველი. გამპერმა გაზეთ Los Deportes-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც უცხოელებსა და ადგილობრივებს მოუწოდებდა მასთან შეერთებასა და კლუბის ერთად ჩამოყალიბებას. 

ახლადდაარსებულმა "ბარსელონამ" ისტორიაში პირველი მატჩი 1899 წლის 8 დეკემბერს გამართა, "ბონანოვა ველოდრომზე" და ქალაქში მცხოვრებ ინგლისელთა მიერ შეკრებილ გუნდს დაუპირისპირდა.

გამპერმა ამ მატჩის მიმოხილვა სპორტულ ჟურნალ Schweizer Sportblatt-ში დაბეჭდა, საიდანაც ვიგებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 9 ფეხბურთელით ითამაშეს და მათი ტაქტიკა 2-3-3 იყო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა, მათ გადაწყვიტეს გამპერს მხარში ამოდგომოდნენ და "ბარსელონას" წარმატებაში შეეტანათ წვლილი.

თავისი 121 წლიანი ისტორიისმანძილზე, "ბარსას" ლა ლიგა 26-ჯერ აქვს მოგებული, კოპა დელ რეი 31-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 13-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ევროპის სუპერთასი 5-ჯერ, ხოლო საკლუბო მუნდიალი კი 3-ჯერ.

შეგახსენებთ, რომ კლუბის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახლავთ, ვისაც 34 თასი აღუმართავს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით.

1 თვის წინ
237 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ