"ბარსელონა" ოლმოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

"ბარსელონა" ოლმოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

"ბარსელონამ" დანი ოლმოს აგენტთან შეხვედრა დანიშნა, - იტყობინება ფერან მარტინესი.

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, კატალონიელები 23 წლის ფეხბურთელით კვლავ ინტერესდებიან.

"ლაიფციგის" გარემარბთან მუშაობს "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი.

კლუბში მიიჩნევენ, რომ თავდამსხმელთან შეთანხმების მიღწევა იოლი იქნება.

რაც შეეხებათ "წითელ ხარებს", მათ დანის იანვარში გაშვება არ სურთ.

როგორც მოგეხსენებათ, ჩავის ზამთარში გარემარბის შეძენა სურს, ოლმო მის პროფილს ესადაგება, ამიტომ "ბლაუგრანა" ასე იოლად არ დანებდება.

ცნობისთვის, დანის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 1 ასისტი აქვს გაკეთებული.

1 თვის წინ
218 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ