ოფიციალურად: ლეო მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო

ოფიციალურად: ლეო მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლიონელ მესიმ 2021 წლის ოქროს ბურთი მოიგო.

"ლა პულგასთვის" ეს კარიერაში მეშვიდე ოქროს ბურთია, რაც, ბუნებრივია, საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

2021 წელს "ლა პულგამ" კოპა დელ რეი და კოპა ამერიკაც მოიგო.

მესის პერსონალური სტატისტიკა კი 41 გოლსა და 17 ასისტს შეადგენს.

გარდა ამისა, წელსვე მესიმ პიჩიჩი, კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი ჯილდო შემატა საკუთარ კოლექციას.

ცნობისთვის, მეორე პოზიცია ოქროს ბურთის გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამე კი - ჟორჟინიომ.

1 თვის წინ
227 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ