რონალდოს პასუხი "France Football-ის" რედაქტორის ბრალდებაზე

რონალდოს პასუხი "France Football-ის" რედაქტორის ბრალდებაზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "France Football-ის" რედაქტორმა პასკალ ფერემ კრიშტიანო რონალდოზე განაცხადა, რომ ლეო მესიზე მეტი ოქროს ბურთით სურს მას კარიერის დასრულება, რასაც პორტუგალიელმა ასე უპასუხა:

"პასკალ ფერემ იცრუა. მან ჩემი სახელი გამოიყენა თავისი კარიერული წინსვლისთვის. მიუღებელია, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოსთვის ნომინირებულმა მოიტყუოს ასე, რაც უპატივცემულობაა ოქროს ბურთისა და "France Football-ის" მიმართ, რომელმაც დაგაფასა.

მან კიდევ ერთხელ იცრუა. ყოველთვის მოგებულს მსურს მივულოცო, ფეარპლეის მიხედვით. ამას ვაკეთებ ჩემი კარიერის დასაწყისიდან და არასდროს არავის წინააღმდეგ ვიგებ. 

ყოველთვის საკუთარი თავისა და კლუბისთვის ვიგებ, რომელსაც წარმოვადგენ. მთავარი ამბიცია ეროვნულ ნაკრებსა და კლუბში ტიტულების მოგებაა. ასევე ისიც, რომ ოქროს ასოებით დარჩეს ჩემი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

დავასრულებ იმით, რომ ახლა კონცენტრირებული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ მატჩზე", – დაწერა რონალდომ თავის "ინსტაგრამ" გვერდზე.

1 თვის წინ
589 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ