1 წლის და 4 თვის წინ
"ჩავიმ გული მატკინა" - რიკი პუჩის ინტერვიუ
"ჩავიმ გული მატკინა" - რიკი პუჩის ინტერვიუ

"ბარსელონადან" "ლოს ანჯელეს გელექსიში" წასულმა ნახევარმცველმა, რიკი პუჩმა Relevo-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ბლაუგრანაში" გატარებული უკანასკნელი სეზონი გაიხსენა.

"2021/2022 წლების სეზონის დასრულებამდე, სასაუბროდ დავსხედით და ჩავიმ მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი.

როცა ბაზაზე მივდიოდი, პრობლემა იქმნებოდა. პირველი კვირის განმავლობაში ჩავი ვარჯიშის ნებას არ მრთავდა. ვფიქრობ, როცა კლუბთან კონტრაქტი მაქვს, ისევე შემიძლია ვივარჯიშო, როგორც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს. ეს არ უნდა მეკრძალებოდეს. სწორედ ეს მაწუხებდა ყველაზე მეტად.

ჩემი და ჩავის ოჯახებს შორის კარგი ურთიერთობა იყო, რადგან ისინი ტერასადან არიან. სიმართლე ის გახლავთ, რომ გული მეტკინა როგორც ფეხბურთელს... და როგორც მეგობარს, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩავის ოჯახთან ახლოს ვიყავით.

საბოლოო ჯამში, მასთან ვერაფერს მივაღწევდი. ხანდახან ასეც ხდება. ფეხბურთელები ვართ, ზოგჯერ სხვა გზების ძებნა გვიწევს, მაგრამ პრესეზონის პირველ კვირაში ვარჯიშის გარეშე დარჩენა, აქტივობის შეზღუდვა და გასასვლელის მიუგნებლობა... ეს მაწუხებდა.

ლაპორტასთან საქმე სხვანაირად იყო. ის ჩემში მომავალს ხედავდა და კონტრაქტის გახანგრძლივებას მთხოვდა, მაგრამ ვერ დავრჩებოდი იქ, სადაც მწვრთნელს არ ვჭირდებოდი," - თქვა პუჩმა.

Diario AS-ის ინფორმაციით, რიკის ამ განცხადებებს "ბარსელონაში" არ გამოეხმაურებიან, რადგან ფიქრობენ, რომ ის, რაც მოხდა, ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.

პუჩი "გელექსის" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. კალიფორნიელთა მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში მან თავი 4 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები