"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი შეგირდის, ილქაი გიუნდოგანის "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.
"გიუნდოგანი "ბარსელონაში"? რაღა მეთქმის - მასთან ერთად 7 გასაოცარი წელი გავატარე.
სიტყვები არ მყოფნის, რათა ილქაისადმი ჩემი მადლიერება გამოვხატო. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრების ახალ გამოწვევაში.
"ბარსელონამ" ბრწყინვალე ფეხბურთელი დაიმატა. ცხოვრება ასეთია. ყველას აქვს ოჯახური გამოწვევები.
ვცადეთ, რომ ილქაი დარჩენაში დაგვერწმუნებინა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონებს თავიანთი კაპიტნის შენარჩუნება ნამდვილად სურდათ, თუმცა ილქაიმ არჩევანი ბავშვობის ოცნების ასრულებაზე გააკეთა.