2 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" სავარაუდო XI "არსენალთან" მატჩისთვის
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ხვალ პრესეზონის პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. ესპანურ-ინგლისურ ჯახს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
Mundo Deportivo-მ შემოგვთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო თერთმეტეული ხვალინდელი ჯახისთვის.
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: სერხი რობერტო, ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია, მარკოს ალონსო
ნახევარდაცვა: ორიოლ რომეუ, ალექს გარიდო, პედრი გონსალესი
თავდასხმა: რაფინია, ანსუ ფატი, ფერან ტორესი
როგორც ჩანს, ძირითად შემადგენლობაში "ბარსას" მხოლოდ ერთი ახალწვეული - ორიოლ რომეუ იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინიგო მარტინესი და ილქაი გიუნდოგანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებიან.
ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები