2 წლის და 9 თვის წინ
უდიდესი პრობლემა მოგვარებულია - "ბარსა" განცხადებას ხვალ გააკეთებს
უდიდესი პრობლემა მოგვარებულია - "ბარსა" განცხადებას ხვალ გააკეთებს

"ბარსელონა" ხვალ გამოაცხადებს იმ ოპერაციას, რომელიც ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებს, - იუწყება Mundo Deportivo.

როხერ ტორელოს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ამას საჯარო განცხადებით დაადასტურებს.

მოცემული ოპერაცია კატალონიელებს დაახლლოებით 50 მილიონ ევროს მოუტანს, რითაც ლა ლიგაში დარჩენილი 9 ფეხბურთელის რეგისტრაციის საშუალებას მისცემს. დასარეგისტრირებელნი არიან:

კონტრაქტგახანგრძლივებულები: რონალდ არაუხო, პაბლო გავი, ალეხანდრო ბალდე, ინიაკი პენია, სერხი რობერტო, მარკოს ალონსო

ახალწვეულები: ილქაი გიუნდოგანი, ინიგო მარტინესი, ორიოლ რომეუ

მოარული ხმების მიხედვით, ამ მოულოდნელი შემოსავლის წყარო "ბარსა სტუდიოს" დარჩენილი 51%-ის გაყიდვა გახლდათ, მაგრამ ეს სიმართლე ვერ იქნება, რადგან კლუბის წევრების ასამბლეამ მხარი მხოლოდ 49%-ის გაყიდვას დაუჭირა.



Facebook კომენტარები