3 წლის და 2 თვის წინ
ცნობილია: რამდენი ხნით იუქმებს სერხიო ბუსკეტსი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "სევილიასთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
ესპანელი შუახაზელი "დალაქების" ცენტრფორვარდ ენ ნესირისთან შეჯახებისას დაზიანდა. მას მოედნის დატოვება მოუხდა, თამაშში კი ფრანკ კესიე ჩაერთო.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" კაპიტანი 15 დღით იუქმებს.
კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტის, ადრია ალბეტის მიხედვით, 34 წლის ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა 2-3 კვირის განმავლობაში მოუწევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ბუსკეტსის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დღეს სერხიოს გამოკვლევები ჩაუტარდება და დაზუსტებით მეტის თქმა მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი