1 წლის და 9 თვის წინ
"8 ქულა ბევრია, მაგრამ..." - ჩავი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ
"8 ქულა ბევრია, მაგრამ..." - ჩავი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "სევილიასთან" მოგებული შეხვედრა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"ბევრი კარგი მატჩი გვქონდა, რომლებმაც თავდაჯერება მოგვცეს მომავალი შეხვედრებისთვის.

"სევილიას" პასუხის გაცემის საშუალება არ მივეცით. მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეს წნეხში ვამყოფებდით.

ვხედავ, რომ გუნდი სრულყოფილად მუშაობს და ფეხბურთელებს წარმატება სწყურიათ.

ფრენკი დე იონგს სწორი პოზიცია ვუპოვეთ. ის ძალიან ბედნიერია.

ჩვენს თავს ლა ლიგის მოგების კანდიდატად ვხედავ, მაგრამ მთავარი ფავორიტი ყოველთვის მოქმედი ჩემპიონია. მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ყოველთვის ვამბობ, რომ მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ იმ შემთხვევისთვის, როცა ისინი დაგვჭირდებიან. დღეს ალბამ და კესიემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინეს.

რაფინიას თამაშით მაშინაც ვიყავი კმაყოფილი, როცა ის გოლებსა და ასისტებს ვერ აკეთებდა. ის ბევრით გვეხმარება და გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

8 ქულა დიდი უპირატესობაა, მაგრამ სათამაშო კიდევ ბევრი მატჩია," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ანდალუსიურ კლუბს ჟორდი ალბას, პაბლო გავისა და რაფინიას გოლებით მოუგო.


Facebook კომენტარები