2 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია: ვის ათამაშებს "ბარსა" დაცვის ფლანგებზე
ცნობილია: ვის ათამაშებს "ბარსა" დაცვის ფლანგებზე

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა დაცვის ფლანგებთან დაკავშირებით "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბის სავარაუდო გადაწყვეტილებების შესახებ დაწერა.

წყაროს თანახმად, სასტარტო შემადგენლობაში ალეხანდრო ბალდე და ჟიულ კუნდე მოგვევლინებიან.

სერხი რობერტოსა და მარკოს ალონსოს მწვრთნელები კარგ რეზერვისტებად ხედავენ, მიუხედავად იმ მძიმე შთაბეჭდილებისა, რომელიც ალონსომ ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ დატოვა. ისინი სათადარიგო სკამზე მოგვევლინებიან.

გადაწყვეტილია სერჟინიო დესტის ბედიც. ამერიკელ ფლანგელს კლუბი აუცილებლად გაყიდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონას" გუნდში კიდევ ერთი მარჯვენა მცველის მოყვანა უნდა. ჩავი ჟოაუ კანსელუს ითხოვს, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერი რთული განსახორციელებელია.

"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" უფრო რეალური ვარიანტი ახლა "რეალ ვალიადოლიდის" ტალანტი, ივან ფრესნედაა, თუმცა კლუბში ამ ფეხბურთელზე კონსესუსი არ არსებობს.


Facebook კომენტარები