2 წლის და 7 თვის წინ

ჩავი პეპს გაუთანაბრდა - უკეთესი მხოლოდ 1 მწვრთნელი იყო

ავტორი
Aa
ჩავი ერნანდესმა გუშინ "ბარსელონას" ლა ლიგის 46-ე მატჩში უხელმძღვანელა. "მაესტროს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" პრიმერაში სულ 109 ქულა აქვთ აღებული.
43 წლის სპეციალისტი ამ შედეგით თავის ყოფილ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაუთანაბრდა. პეპმაც "ბარსას" თავკაცის რანგში ჩატარებულ პირველ 46 შეხვედრაში 109 ქულა მოაგროვა.
ერთადერთი, ვისაც კატალონიელები ჩამორჩებიან, ლუის ენრიკეა.
მაშინ, როცა ლუჩომ "ბარსას" პრიმერას 46 მატჩში უხელმძღვანელა, მისი მონაგარი 112 ქულა გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ლა ლიგა გვარდიოლამ სამჯერ მოაგებინა, ლუის ენრიკემ ორი ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ჩავი გუნდს ახლა თავისთვის პირველი ტიტულისკენ მიუძღვის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 დღის და 23 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 17 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში