ფრანკ კესიე "ბარსელონას" დატოვებაზე თანახმაა, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.
წყაროს თანახმად, კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველსა და "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ასეთი ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. არადა, 2022 წელს, კესიეს დამატება სწორედ "მაესტროს" მოთხოვნა გახლდათ.
ფრანკი "ბარსას" დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია. როგორც ჩანს, 26 წლის შუახაზელი იმ ფაქტმა გაანაწყენა, რომ კლუბი მის გაყიდვას ცდილობს.
კატალონიური გრანდი ახლა "იუვენტუსთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა კესიეს კარიერის სერია ა-ში გაგრძელება არ სურს. მისი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა. მიუხედავად ამისა, "ბიანკონერი" გამოცდილი ფეხბურთელის დარწმუნებას მაინც ეცდება.
თუ ჩავიმიგელს ვენდობით, "ბარსელონა" იმაზეც თანახმაა, რომ კესიე ლონდონის "ტოტენჰემში" გაასხვისოს. თანაც, კლუბი "დეზების" არგენტინელი ნახევარმცველით, ჯოვანი ლო ჩელსოთია დაინტერესებული.