3 წლის და 3 თვის წინ
გაუშვებს თუ არა "სიტი" ბერნარდუს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
"მანჩესტერ სიტი" ბერნარდუ სილვას არ გაუშვებს, - იუწყება ჟურნალისტი ხავი კამპოსი.
კამპოსი პორტუგალიელი ვარსკვლავის "ბარსელონაში" გადასვლას შეუძლებელს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ მესამე სატრანსფერო ფანჯარაა, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 28 წლის ნახევარმცველის გადაბირებას მცდელობენ. მიუხედავად მათი მრავალი მცდელობისა, "სიტიზენთა" დათანხმება ვერ ხერხდება.
მოარული ხმების მიხედვით, "ბარსელონა" ბერნარდუს ოცნების კლუბია, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ესეც კი ვერ უწყობს ხელს.
პრობლემას ქმნის ისიც, რომ "ბლაუგრანას" "ქალაქელთა" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილების სახსრები უბრალოდ არ გააჩნია.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბერნარდუმ 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ქალაქელებს" ის 7 გოლითა და 8 ასისტით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი