3 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია: ვინ დასახელდა "კლასიკოს" საუკეთესო მოთამაშედ
ავტორი
Aa
დალასში გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" გამანადგურებელი ანგარიშით, 3:0 მოიგო.
დაძაბულ მატჩში, სადაც მადრიდის "რეალსაც" უამრავი მომენტი ჰქონდა (ვინისიუსმა პენალტი ვერ გაიტანა და ბურთი რამდენჯერმე მოიგერია კატალონიელთა კარის ძელმა), "ბლაუგრანამ" მიღებული შანსები ჩინებულად გამოიყენა.
"ბარსას" გოლები უსმან დემბელეს, ფერმინ ლოპესისა და ფერან ტორესის ანგარიშზეა.
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების სიმრავლეს ნამდვილად არ უჩიოდნენ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა.
გერმანელ კიპერს შესაბამისი პრიზიც გადაეცა.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ამხანაგურ მატჩს "ბარსელონა" 2 აგვისტოს, "მილანთან" გამართავს
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი