როგორ გადაწყდა "ბარსას" გოლის არჩათვლა - სკანდალური ფოტო

როგორ გადაწყდა "ბარსას" გოლის არჩათვლა - სკანდალური ფოტო

"ბარსელონას" "გრანადასთან" მატჩის პირველ ტაიმში გატანილი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმეს.

იმაზე, იყო თუ არა გავი თამაშგარეში, საერთო თანხმობა არ არსებობს, რადგან საქმე სანტიმეტრებს ეხებოდა.

Tribuna.com-მა შეამჩნია ისეთი რამ, რაც ამ ეპიზოდს კიდევ უფრო სკანდალურს ხდის.

VAR-ის კაბინაში გადაღებული ფოტოდან ჩანს, რომ მსაჯმა საკუთარი თითები გამოიყენა, რათა განესაზღვრა, იმყოფებოდა თუ არა საგოლე პასის ავტორი თამაშგარეში.

შეგახსენებთ, რომ ლუკ დე იონგის არჩათვლილი გოლი სწორედ გავის ასისტით გავიდა.

რაც შეეხება მატჩს, იგი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

1 კვირის წინ
8403 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ