ვინ გააჩერებს ვინისიუსს - ჩავიმ საჭირო იარაღი შეარჩია

ვინ გააჩერებს ვინისიუსს - ჩავიმ საჭირო იარაღი შეარჩია

მოახლოვებულ "ელ კლასიკოს" მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი შესაშურ ფორმაში ხვდება.

მიმდინარე სეზონში ვინიმ უკვე 14 გოლის გატანა მოასწრო. მან თავი ლა ლიგის გასულ ტურშიც გამოიჩინა, სადაც "ვალენსიას" დუბლი შეუსრულა.

ბუნებრივია, 21 წლის ფეხბურთელის ასეთი თამაში "ბლაუგრანაში" გვარიანად აფრთხობთ.

თუ ჟურნალისტ ხავი მიგელს ვენდობით, ჩავი ერნანდესმა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ძალიან ბევრი იქნება.

წყაროს თანახმად, "ბარსას" თავკაცის მთავარი იარაღი, რომელმაც ვინისიუსი უნდა გააჩეროს, რონალდ არაუხოა.

ურუგვაელმა მცველმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. ამის კვალი მას ჯერ კიდევ ეტყობა, მაგრამ ჩავისთვის მომავალი "კლასიკო" იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ რისკზე წავა.

რონალდმა ხელის დამცავით დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა. მატჩამდე კიდევ ორი სავარჯიშო სესიაა, რაც არაუხოს საშუალებას მისცემს, რომ ასე თამაშს მიეჩვიოს და ყველა შესაძლო გართულება თავიდან აირიდოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის ეგიდით გასამართი "კლასიკო" 12 იანვარს, 23 საათზე დაიწყება.

1 კვირის წინ
3350 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ