2 წლის და 9 თვის წინ
ოფიციალურად: არნაუ ტენასი პსჟ-ს ფეხბურთელია
ავტორი
Aa
22 წლის ესპანელი ფეხბურთელი, არნაუ ტენასი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
არნაუს სეზონის ბოლოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა. ტენასი კატალონიურ გუნდში მე-3 მეკარის სტატუსით უკმაყოფილო იყო, რის გამოც “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
ცნობისთვის, არნაუ ტენასმა პსჟ-სთან კონტრაქტს ხელი 2026 წლის ზაფხულამდე მოაწერა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ არნაუ “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი გახლავთ და “ბარსელონა ატლეტიკში” არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
Facebook კომენტარები