"ბარსელონა" ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში ერთვება

"ბარსელონა" ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში ერთვება

"ბარსელონა" ბრაზილიური "პალმეირასის" ტალანტ ენდრიკისთვის საბრძოლველად ემზადება, - იტყობინება Sport.

15 წლის ფეხბურთელით "რეალ მადრიდი" და პრემიერლიგური გრანდებიც ინტერესდებიან, ამიტომ "ბლაუგრანას" მისი ხელში მარტივად ჩაგდება არ გამოუვა.

რაც შეეხება ენრიკის დოსიეს, იგი "პალმეირასის" ახალგაზრდული აკადემიის წევრია.

სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ჩატარებულ 170 მატჩში მას 167 გოლი აქვს გატანილი.

Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ვუნდერკიდი ხშირად ასაკით თავისზე უფროს ფეხბურთელებსაც კი ეჯიბრება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რაოდენ გაუმართლა მადრიდის "რეალს" ბრაზილიელ ტალანტში ჩადებულმა ინვესტიციამ, "ბარსელონამ" ენდრიკისთვის ბრძოლაში უკან ნამდვილად არ უნდა დაიხიოს.

1 კვირის წინ
5499 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ