VIDEO: "ჩვენ ძალიან ამაყები ვართ" - ლაპორტას მიმართვა ფეხბურთელებს

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონა" მადრიდის "რეალთან" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, 2:3 დამარცხდა.

"ელ კლასიკოს" შემდეგ, კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა.

"ჩვენ ძალიან ამაყები ვართ. ყველა კულე ამაყია, რომ "ბარსას" ფანები არიან. ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. თქვენ მაღლა ახვედით, ნიჭი გამოავლინეთ, საკუთარ თავს აჯობეთ, თქვენ მამაცები იყავით! ჩვენ შეგვიძლია ამაყები ვიყოთ."

"მე როგორც "ბარსას" პრეზიდენტი, ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან და ფანებთან ერთად, ამაყი ვარ, რომ ამ კლუბის ფანი ვარ. მადლობა ყველას. ეს სწორი გზაა, მწვრთნელი, სტაფი, ძალიან კარგია. ცოტა დაგვაკლდა. მხოლოდ მოგება გვინდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებთ, ამას მივაღწევთ. გმადლობთ. გაუმარჯოს "ბარსას". ჩვენ ძალიან ამაყები ვართ." - განაცხადა ლაპორტამ.

1 კვირის წინ
710 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ