1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსელონა" ნებდება - რის გამო კარგავს კლუბი დემბელეს
"ბარსელონა" ნებდება - რის გამო კარგავს კლუბი დემბელეს

"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ უსმან დემბელეს გუნდიდან წასვლა გარდაუვალია, - იუწყება ელენა კონდისი.

Cadena Cope-ს ჟურნალისტის თანახმად, "პარი სენ ჟერმენმა" "ბლაუგრანას" გუშინ ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ფეხბურთელთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ნებართვა ითხოვა. "ბარსამ" ამ თხოვნას უარით უპასუხა, დემბელე ხელშეუხებლად გამოაცხადა და პარიზელებს მის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითა.

როგორც ჩანს, "პსჟ-მ" ამ გამოსასყიდი თანხის გადახდა გადაწყვიტა.

უსმანზე ცნობებს ავრცელებს ადრია ალბეტსი.

წყაროს მიხედვით, 26 წლის შემტევი გუშინდლამდე ეჭვობდა, რომ "ბლაუგრანას" მისი გაყიდვა სურდა, თუმცა მატეუ ალემანისთან შეხვედრამ მას ეს ეჭვები გაუქარწყლა. დემბელეს ჩავი ერნანდესიც ელაპარაკა. "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ამას დღესაც გააკეთებს.

მთავარი პრობლემა, რის წინაშეც კლუბი დგას, დემბელეს მხარის ფინანსური მოთხოვნაა. "ბარსელონა" უსმანს კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, ფრანგის ბანაკი კი იმაზე 6-7 მილიონი ევროთი მეტ ხელფასს ითხოვს, ვიდრე განახლებული კონტრაქტით იქნება გათვალისწინებული. კატალონიური გრანდი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

პრესაში კიდევ ბევრი ინფორმაცია გაიჟღერებს, თუმცა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დემბელე "ბარსადან" წასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.


Facebook კომენტარები