მხოლოდ ლევანდოვსკიზე და ჰოლანდზე უკან - ანსუს შესანიშნავი შედეგი

მხოლოდ ლევანდოვსკიზე და ჰოლანდზე უკან - ანსუს შესანიშნავი შედეგი

როგორც მოგეხსენებათ, ანსუ ფატი "ბარსელონას" მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გოლით დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა ის "კლასიკო" წააგეს, ახალგაზრდა თავდამსხმელის შედეგიანად დაბრუნების სიხარული ამან ვერ გადაფარა.

"ბლაუგრანას" ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველს Mundo Deportivo-ც აძლევს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ანსუს გოლი ყოველ 84 წუთში გააქვს, რითაც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის მესამეა.

ამ ასპექტში ფატის მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) და ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი) უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფატის სულ 5 გოლი აქვს გატანილი. 19 წლის ფორვარდმა "ლევანტეს", "ვალენსიას", "სელტას" (სამივე ლა ლიგა), "დინამო კიევისა" (ჩემპიონთა ლიგა) და "რეალის" (ესპანეთის სუპერთასი) კარი აიღო.

6 დღის წინ
415 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ