"ბარსელონა" გაიას არ ეშვება

"ბარსელონა" გაიას არ ეშვება

"ბარსელონასა" და "ვალენსიას" მარცხენა მცველის, ხოსე გაიას ერთმანეთთან დაკავშირება ესპანური პრესის ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობაა.

ამჯერად Sport გამოირჩა, რომელმაც შეგვახსენა, რომ "ბლაუგრანა" ხოსეთი სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება აქვთ განზრახული და ამისთვის საუკეთესო კანდიდატად "ლოს ჩეს" ფეხბურთელს მიიჩნევენ.

"ბარსასთვის" მნიშვნელოვანი ფაქტორია მატეუ ალემანიც. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი წარსულში სწორედ "ვალენსიაში" მუშაობდა და გაიას კარგად იცნობს.

ესპანელ ფლანგელს "ღამურებთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, ამიტომ, დიდი ალბათობით, კლუბი მას მომავალ ზაფხულსვე შეელევა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 3 ასისტი.

6 დღის წინ
153 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1045
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ